შეიარაღებულმა მამაკაცმა გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ კარლსრუეში საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ადამიანი ტყვედ აიყვანა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ყველა მძევალი მოკლულია. გერმანიის პოლიცია სულ მცირე ხუთი მძევალის მოკვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ინციდენტი ერთ-ერთი სახლიდან იძულებით გასახლებისას მოხდა. მამაკაცს, რომელმაც მძევლები აიყვანა, ბინიდან იძულებით ასახლებდნენ, ვინაიდან ქირას ვერ იხდიდა. იგი ჩაიკეტა ბინაში და რამდენადაც ცნობილია მძევლად სახლის მეპატრონე, აღმასრულებელი და ხელოსნები აიყვანა, რომლებიც ბინის საკეტს ცვლიდნენ. მეზობლებმა პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან სროლის ხმა გაიგონეს. პოლიციამ შენობას ალყა შემოარტყა, მეზობლად მდებარე სკოლისა და საბავშვო ბაღის ევაკუაცია მოხდა. უსაფრთხოების სამსახურმა ბინაზე იერიში მიტანა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ბინიდან კვამლის სუნი გამოვიდა. იქ მათ ოთხი ცხედარი აღმოაჩინეს.