საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს თავდაცვის ახალი მინისტრი დიმიტრი შაშკინი წარუდგინა. პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ შაშკინს ხელმძღვანელობის კარგი გამოცდილება აქვს.
"დიმიტრი შაშკინი ძალიან გამოცდილი ხელმძღვანელია. მას უკვე რამდენიმე დიდ სფეროში აქვს მუშაობის გამოცდილება. საერთაშორისო არასამთავრობო სექტორიდან მოვიდა საქართველოს მთავრობაში. მერე მოახერხა რამდენიმე მინისტრად მუშაობა. იყო სასჯელაღსრულების მინისტრი, განათლების მინისტრი და ახლა არის თავდაცვის მინისტრი", _ განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტმა დღეს დაამტკიცა.