"ეს გამოცდები ჩემი შექმნილია", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა განათლების სამინისტროში ხატია დეკანოიძის წარდგენისას და აღნიშნა, რომ ეროვნული გამოცდები წარმატებით მიმდინარეობს.
"თქვენ იცით, რომ გამოცდების სისტემაში შედის ცვლილება. ხომ ნახეთ, როგორ ტარდება გამოცდები. აბა რა გეგონათ - ეს გამოცდები ვიღაცა იმის შექმნილი კი არ არის მართლა, ეს გამოცდები ჩემი შექმნილია, ჩვენი შექმნილია. ვინც არ უნდა ახტეს, გადახტეს, გადმოხტეს, ჩვენი გაკეთებულია და ჩემი გაკეთებულია ეს სისტემა და სანამ მე ამ ქვეყანაში ვწყვეტ - და ძალიან დიდხანს იმედია ხალხი დაგვიჭერს მხარს, რომ ამ გუნდმა რამე გადავწყვიტოთ - ეს სისტემა იფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, ვის რა ამბიცია, ღვარძლი და ინტრიგა გაუჩნდება", _ განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეროვნულ გამოცდებს გარკვეული მინუსები აქვს.
"ზუსტად იმის გამო, რომ ჩემი შექმნილი სისტემაა, თქვენთან ერთად, მე დავინახე ამ სისტემის მინუსები: არის ერთიანი ეროვნული გამოცდა და განსხვავებული პროგრამით ტარდება, ვიდრე სკოლაში რაც ისწავლებოდა. სკოლაში გამოცდები საერთოდ არ იყო, სანამ დიდი კამათის შემდეგ ხელახლა უკან არ შემოვატანინე. სანამ ეს არ შემოვიდოდა, ბავშვს სჭირდებოდა რეპეტიტორი, თუ ძალიან ნიჭიერი ბავშვი არ იყო. ეს არის სოციალური უთანასწორობა და ჩვენ გვჭირდება, ყველა ადამიანი თანასწორ ვითარებაში იყოს", - განაცხადა სააკაშვილმა.