აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ნუგზარ ფუტკარაძე საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატ" წევრ ვაჟა ვერულიძესთან ერთად დღეს ბათუმში ზვიად გამსახურდიას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვდრის მთავარი მიზანი წინასაარჩევნო პროგრამის დაწერაში მოსახლეობის ჩართულობა გახლდათ. ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის აჭარის რეგიონალურმა ორგანიზაციამ დღეიდან მოსახლეობასთან ამ მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყო.
„ჩვენ ახლებურად ვუდგებით წინასაარცევნო პროგრამის შედგენას. პროგრამას ვწერთ ხალხთან ერთად. ჩვენ მოვიცავთ ყველა სოფელს, ყველა თემს, ყველა ქუჩას სადაც ხელი მიგვიწვდება. მოსახლეობას გავაცნობთ ჩვენს ხედვებს, მოვისმენთ მათ წინადადებებს და ამის მიხედვით ჩამოვაყალიბებთ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის „ქტისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამას. „ - აღნიშნა ნუგზარ ფუტკარაძემ
საარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ ნაწილზე უფრო დაწვრილებით ვაჟა ვერულიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით ცალკეული პოლიტიკური პარტიების მიერ მოსახლეობის წინასაარჩევნოდ დაფინანსება ვერ გადაჭრის მათ პრობლემას, არამედ საჭიროა ისეთი მექანიზმის შექმნა რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გადაიხედოს საგადასახადო სისტემა და შევიდეს მასში ისეთ ცვლილებები, რომელიც ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს საქმიანობას გაუადვილებს.