,,ქართული დასის,, ლიდერი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახებში კეთილდღეობამ უკვე შეაღწია.
პარლამენტის დრევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სამთავრობო პროგრამის ,,მეტი სარგებელი ხალხს,, განხილვისას, ბაღათურიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ივანე მერაბიშვილს განუცხადა, რომ ქვეყანა გადატენილია ღატაკებითა და პატიმრებით, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახებში კეთილდღეობამ უკვე შეაღწია.
,,თქვენ ამბობთ, რომ კეთილდღეობამ ოჯახებში ვერ შეაღწიაო, მაგრამ სამაგიეროდ, კეთილდღეობამ თქვენს ოჯახებში შეაღწია", - მიმართა მერაბიშვილს დეპუტატმა და ის ფოტო წარუდგინა, სადაც მთავრობის წევრებისა და დეპუტატების კლაიპედაში გართობის კადრებია ასახული.
ბაღათურიამ მერაბიშვილს ასევე წარუდგინა 187-გვერდიანი დოუკმენტი, რომელელიც მისი თქმით, პრეზიდენტის კორუფციაში ჩართულობას ასახავს. მისი თქმით, ეს დოკუმენტები ნატოს წარმომადგენელს ჯეიმს აპარტურაის უკვე გადასცა.
დეპუტატს აინტერესებს რატომ არ იწყება გამოძიება კორუფციის ფაქტებზე, პოლიციელების ხულიგნობაზე, რა დაჯდა პრეზიდენტის სასახლის მშენებლობა, რატომ არ გაიზარდა პენსია 100 დოლარამდე და სხვა. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მას მხოლოდ პენსიის საკითხზე უპასუხა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი თავის დანაპირებს შეასრულებს და საქართველოში პენსია 100 ლდაოლარი - საარსებო მინიმუმზე მეტი იქნება.