კასპის რაიონში ერთაწმინდას ტაძარს პირვანდელი სახე უბრუნდება. ტაძრის ინტერიერი რესტვარტორებმა რეაბილიტაციის პროცესში, რუსი ეგზარხოსების მიერ გაჯით შელესილი სქელი ფენების განგაათავისუფლეს. გამოვლენლია უძველესი ქართული არქიტექტურის განუმეორებელი წყობა, ქვაში ნაკვეთი ფრაგმენტები და ჩუქურთმები. კანკელის გვერდებზე და კოლონების ლილვებზე აღმოჩენილია ფრესკის ფრაგმენტები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტომ გადაუდებლად აგრძელებს ძეგლზე სარესტავრაციო სამუშაობს. სპეციალისტები ახლადგამოვლენილ ინტერიერს ლაზერული სკანერით უკვე იკვლევენ. ტაძრის იმერული კრამიტით გადახურვა და სადრენაჟე არხის გაწმენდა უკვე დასრულებულია. ერთაწმინდა მისი პირველადი ბრწინვალებით, მომლოცველისთვის და დამთვალიერებისთვის ზაფხულის ბოლომდე მთლიანად განახლებული იქნება .
4 ივლისს ნიკოლოს ვაჩეიშვილი ერთაწმინდაში ქართული მედიის ჯგუფებს საგანგებოდ გააცნობს პროექტის მნიშვნელობას.
ერთაწმინდა „ესტატე წმინდის" შეცვლილი ფორმაა. წმინდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში.
თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარის ინტერიერი დაფარულია მხატვრობით. ფასადებს ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს.
ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.
XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.