პარლამენტის გაერთიანებულმა კომიტეტებმა მთავრობის ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს. დარგობრივი ეკონომიკის, აგრალური კომიტეტისა და ჯანდაცვის კომიტეტების დღევანდელ გაერთიანებულ სდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა შემდეგი სახით წარმოადგინა: პრემიერ-მინისტრი ვანო მერებიშვილი, თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი, შინაგან საქმეტა მინისტრი ბაჩანა ახალაია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დალი ხომერიკი, განათლების მინისტრი ხატია დეკანოიძე, გარემოს დაცვის მინისტრი გიორგი ხაჩიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, ფინასტა მინისტრი დიმიტრი გვინდაძე, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, რეგიონალური განვითარების მინისტრი რამაზ ნიკოლეიშვილი, სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინმისტრი გიორგი ბარამიძე, სახემწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, სახემწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში პაპუნა დავითაია, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილი და დასაქმების სახელმწიფო მინისტრი პაატა ტრაპაიძე.
კომიტეტების სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ვანო მერაბიშვილმა მთავრობის ახალი 4 წლიანი პროგრამა წარმოადგინა.
აღნიშნული საკითხების განხილვა ამჯამად საპარლამენტო ფრაქციებში მიმდინარეობს.