იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პრემიერ მინისტრის დიმიტრი მედვედევის კურილიის კუნძულებზე ჩასვლასთან დაკავშირებით რეაგირება მოახდინა და რუსეთის ელჩი ახსნა-განმარტებისათვის დაიბარა.
იაპონური მედიის ინფორმაციით, რუსეთის ელჩი ევგენი აფანასიევი საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს სწორედ მედვედევიე მიერ კურილიის კუნძულების მონახულების გამო დაიბარეს. იაპონური მხარე ამასთან დაკავშირებით თავის პროტესტს რუსეთის მხარეს დიპლომატიური არხებით გადასცემს.
ამას გარდა, იაპონური მედიის ინფორმაციით, საგარეო ასქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მედვედევის მიერ კუნაშირისმონახულებამ შესაძლოა შეარყიოს ორ ქვეყანას შორის არსებული ნდობა.
აღსანიშნავია, რომ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა ოსამა ფუდზიმურამ განაცხადა, რომ რუსეთის ოფიციალური პირების მიერ კუნძულების მონახულება "შეუთავსებელია იაპონიის პოზიციასთან და რუსულ მხარეს ეს უნდა ესმოდეს".
მასალის გამოყენების პირობები