მთავრობის ახალი შემადგენლობისა და ახალი სამთავრობო პროგრამის ნდობის საკითხს პარლამენტი ხვალინდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ბიურომ დაადგინა ასევე პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატების ყველა ფრაქციებთან და კომიტეტებში შეხვედრის გრაფიკიც. კერძოდ, სამთავრობო პროგრამის გაცნობასა და მინისტრებთან შეხვედრებს დეპუტატები 14:00 საათზე დაიწყებენ და ნახევარი საათის ინტერვალით, ბოლო შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე 19:00 საათისთვის ჩაინიშნა ბიუროს შემაჯამებელი სხდომა.
აღნიშნული გრაფიკი ფრაქცია ,,ერთობა სამართლიანობისათვის,, წევრმა დიმიტრო ლორთქიფანიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა ,,მეტი სარგებელი ხალხს,, გაცნობისთვის მეტ დროს მოითხოვს. მან პარლამენტის ტავმჯდომარეს კითხვით მიმართა, თუ რატომ ჩქარობენ ასე მინისტრებისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას. დავით ბაქრაძემ ეს კითხვა რიტორიკულად მიიჩნია, თუმცა მისი თქმით, პროცესს იმიტომ ჩქარობენ, რომ ,,ხალხს სჭირდება მეტი სარგებელი.
როგორც მთავრობის საპარლამემნტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, ეს გრაფიკი არ ნიშნავს, რომ შეხვედრები იქნება მხოლოდ ნახევარსაათიანი. მისი თქმით, მინისტრების კანდიდატები კომიტეტებსა და ფრაქციებში როტაციის წესით იმოძრავებენ.