შშ საქართველოში დემოკრატიუილ ღირებულების ერთადერთ გამტარებლად მიხეილ სააკაშვილს არ მიიჩნევს და მზადაა დაეხმაროს საქართველოში მოქმედ იმ პოლიტიკურ ძალებს ხელისუფლებაში მოსასვლელად, რომლებიც ევროატლანტიკურ ფასეულობებზე არიან ორიენტირებულნი. ამის შესახებ აშშ-დან დაბრუნებულმა ქრისტიან- დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
გიორგი თარგამაძის თქმით, მან აშშ-ში შეხვედრები გამართა ქვეყნის ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან, რომლის მიზანი საქართველოს მომავალი პოლიტიკურ ორიენტაცია იყო.
"თეთრ სახლში სააკაშვიილ და მისი გუნდი არ წარმოადგენს ერთადერთ ძალას, რომელსაც შეუძლია საქართველო დასავლური კურსით ატაროს და დემოკრატიული ღირებულებები დაიცვას" - განაცხადა თარგამაძემ.
მისი ტქმით, და როგორც მან აღნიშნა, მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებიდან გამოიკვეთა აშშ-ს მზადყოფნა დაეხმარონ საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, რათა ისინი მზად იყვნენ დემოკრატიული ღირებულებების გასაძლიერებლად და ასევე ხელისუფლებაში მოსასვლელად.
"ხელისუფლება ბევრს საუბრობს, რომ აპირებს ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისათვის, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, განსახვავებით ქრისტიან-დემოკრატებისაგან, რომლისთვისაც ქვეყნის დემოკრატიზაცია არა მხოლოდ მოდაა, არამედ ჩვენს კოლეგებს აშშ-ში მართლა უნდა დავუმტკიცოთ რომ საქართველოს პროდასავლური არჩევანი ურყევია" - აცხადებს თარგამაზე.
გარდა ამისა, საკუთარი ვიზიტის შეჯამებისას გიორგი თარგამაძემ აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ ერთ-ერთი მთავარი თემა ამ შეხვედრებისას იყო პარტნიორი ქვეყნების გააქტიურების აუცილებლობა კონფლიქტურ ზონებში სადამკვირვებლო მისიების აღდგენასთან დაკავშირებით.