23 აგვისტოს, ბათუმში, მაგნოლიას ეზოში, "უმა თურმანი" კონცერტს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ემ ეს კომპანიის წარმომადგენელმა ანა მურადაშვილმა განუცხადა, "უმა თურმანი" სოლოკონცერტზე რეპერტუარიდან ახალ და ძველ სიმღერებს შეასრულებს. ბათუმში 10-კაციანი ჯგუფი ჩამოვა."
სტანდარტული ბილეთის ფასი 50 ლარია, VIP-ბილეთის კი - 120 ლარი. კონცერტის გამართვა ბათუმის აკვაპარკში იგეგმებოდა, მაგრამ მაგნოლიას ეზოში გადაწყდა.