საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის კრიზისული სიტუაციების მართვის სამოქალაქო ოპერაციების ხელმძღვანელს ჰანს იორგ ჰაბერს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები. საუბარი ასევე შეეხო ზოგადად ევროკავშირის მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.