ხვალ, 3 ივლისს, 12: საათზე, ფესტივალი "არტგენი 2012" ყვარელში, ილიას ტბაზე გაიხსნება. ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები კახეთის რეგიონდან, ასევე სპეციალურად მოწვეული სტუმრები თბილისისა და სხვადასხვა რეგიონებიდან: ანსამბლი "სნო", საბრძოლო ხელოვნება "შავფაროსნები" და სხვ..
წლევანდელი ფესტივალის თემაა "გაუფრთხილდი ოჯახს" , რაც გულისხმობს ყველა ღირებული ოჯახური ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გაფრთხილებასა და თაობიდან თაობაზე გადაცემას.