რეჟისორი გელა კანდელაკი დოკუმენტურ ფილმ "ფიქრზე" მუშაობს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" რეჟისორმა გელა კანდელაკმა განუცხადა, "ფიქრი" ექვსსაათიანი ფილმის "ხმელეთის 0,47%" ნაწილია.
"თავდაპირველად განსაზღვრული მქონდა, გადამეღო სამნაწილიანი დოკუმენტური ფილმი "ხმელეთის 0.47%", მაგრამ მცირე ფინანსების გამო, ვერ ვახერხებ ფილმის სრულად გადაღებას. გადავწყვიტე, ფილმი ორნაწილიანი გადავიღოთ. პირველი ნაწილის - "სოფლის" გადაღება 2008 წელს დასრულდა, ამჟამად მიმდინარეობს მეორე ნაწილზე მუშაობა."
მისი თქმით, ხმელეთზე საქართველოს 0,47% უკავია, რაც დოკუმენტურ ფილმში აღწერილი იქნება დოკუმენტური მასალით.
"ფილმში "ფიქრი" კი ვგეგმავ ქვეყანაზე, ცხოვრებაზე დოკუმენტური მასალით ფიქრის მხატვრული სახე შევქმნა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან " საუბარში კანდელაკმა.