"ქართული ოცნებაში" პრემიერ-მინისტრად ივანე მერაბიშვილის დანიშვნამ დაბნეულობა გამოიწვია. როგორც დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე ,,ქართული ოცნების" პრესსიპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, ამ ფაქტზე კონკრეტული დასკვნის გაკეთება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ შემაგენლობას წარადგენს.
"გვეუბნებოდნენ, რომ ახალი მინისტრების შემადგენლობა ჯერ ორშაბათს ხოლო შემდეგ სამშაბათს გახდება ცნობილი საინტერესოა, მაგრამ ბევრს ვერაფერს ვერ შეცვლის. თუმცა კონკრეტული დასკვნების გაკეთება მაშ შემდეგ შეგვეძლება, რაც გვეცოდინება, რომელ სამინისტროში ვინ დაიკავებს მინისტრის ადგილს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
"ხელისუფლებას პოლიციური სახელმწიფოს მშენებლობა აქვს გადაწყვეტილი. უფრო კონკრეტული დასკვნის გაკეთება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა ვანო მერაბიშვილი მთავრობის ახალ შემაგენლობას წარადგენს", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
"ერთი რამე იყო თვალში მოსახვედრი როცა პრემიერობის კანდიდატმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა ჩვენი თემები და პრიორიტეტები, რომლებიც ჩვენ, აქციებზე ბევრჯერ განვაცხადეთ და ახლა მერაბიშვილმა თავის პრიორიტეტებადD გამოაცხადა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, მიხელ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილი წარადგინა.