საპარლამენტო უმრავლესობასი არ გამორიცხავენ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელწოდება შეეცვალოს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა ,,ჯი-ეჩ-ენთან,, საუბარში განაცხადა, რომ სამინისტროდან, შრომის კომპონენტის გამოყოფასთან დაკავშირებით მოსაზრება, ადრეც ხშირად გამოითქმოდა.
მისი თქმით, დასაქმების საკითხებში მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნის შემდეგ, ამ მოსაზრების განხორციელების ვარაუდი უსაფუძვლო არ უნდა იყოს.
წერეთლის განმარტებით, შრომის კომპონენტს, დღეისათვის არა აქვს შრომის ბაზრის აღრიცხვის, უმუშევრობის სტატუსის, ან შრომის ბირჟის დადგენის ფუნქცია, შესაბამისად, სწორი იქნება, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ კომპონენტისგან გამოთავისფლდება და მოექცევა სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში.
,,იმ შინაარსით, რაც შრომას - დღეისათვის ჰქონდა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის თვალსაზრისით და არა შრომის ბაზრის აღრიცხვის, სტატისტიკის, სტატუსის და შრომის ბირჟის დადგენის თავალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სწორი იქნება, თუკი ჯანდაცვის სამინისტრო ამ კომპონენტისგან გამოთავისფლდება და მოექცევა სახელმწიფო მინისტრის კომპეტენციის ფარგლებში,, - აღნიშნა წერეთელმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის დასაქმების საკითხებში მინისტრის ახალი თანამდებობის შექმნა არის ძალაინ სწორი გადაწყვეტილება, რადგან სახელმწიფო მინისტრები, ზოგადად, საკუთარ ამოცანებზე ძალაინ ეფექტურად მუშაობენ.
სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილმა გააკეთე. მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობას პარლამენტში ხვალ წარადგენენ.