პარლამენტი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანდა გია ხუროშვილმა ,,ჯი-ეჩ-ენთან,, განაცხადა, პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა განსახილველად ხვალ შევა და მიმდინარე კვირის ბოლომდე დამტკიცებული იქნება.
მისი თქმით, ახალ პრემიერ მინისტრს სამომავლო მუშაობის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია გააჩნია, რაც თანამოქალაქეების პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.
..ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ისარგებლოს ხარისხიანი ჯანდავით. სამთავრობო პროგრამა ასევევ ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროგრამების კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას" -აღნიშნა ხუროშვილმა.
მისი განმარტებით, დასაქმების საკითხებში ახალი მინისტრის თანამდებობის გაჩენა საკანონმდებლო ცვლილებებს არ იწვევს, რადგან სახელმწიფო მინისტრის პოსტი პრტეზიდენტის ბრძანებულებით რეგულირდება.