"ირანს აქვს რეალური შანსი დაიწყოს მოლაპარაკებები თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით", _ ეს განცხადება თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ გააკეთა.
"ირანს აქვს რეალური შანსი დაიწყოს მოლაპარაკებები თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელთა დროსაც მან "კონკრეტული ნაბიჯები" უნდა გადადგას იმისათვის რათა მან მსოფლიო საზოგადოების მოთხოვნა შეასრულოს" _ განაცხადა კარნიმ და აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ევროკავშირის მიერტ ირანის წინააღმდეგ შემოღებულ ახალ სანქციებს, რომლებიც ირანიდან ნავთობის შეტანაზე ემბარგოს დაწესებას გულისხმობს.
"ჩვენმა პარტნიორებმა ამ ნაბიჯით ხაზი გაუსვეს იმ სერიოზულობას, რა სერიოზულობითაც მსოფლიო თეირანის ბირთვულ ამბიციებს უყურებს",_ განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.