შვეიცარიაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქუდები გაასამართლეს და მათ 4,5 დან 7,5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შვეიცარიის უმაღლესმა სასამართლომ ბანდიტური დაჯგუფების ოთხივე წევრს განაჩენი გამოუტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2009-2010 წლებში ქურდობა მაღაზიებსა და ბინების ძარცვა შვეიცარიაში ნამდვილ პრობლემად იქცა. ქართველები ბინებს 15 წუთში ასუფთავებდნენ.
შვეიცარიის უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, ორ ბოროტმოქმედს 7,5 წლით თავისუფლების აღვლეთა მიესაჯა, დანარჩენ ორს კი 4,5 და 6,5 წლით.
ოთხი ბოროტმოქმედიდან, შვეიცარიის პოლიციის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერი ქურდი სტატუსს ორი ატარებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ბოროტმოქმედების ვინაობა დასახელებული არ არის.