აშშ-ის ოთხ შტატში - მერილინდში, დასავლეთ ვირჯინიაში, ოჰაიოში და კოლუმბიის ფედერალურ ოლქში, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერ ქარიშხალს 13 ადამიანი ემსხვერპლა. ქარიშხალმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
ქარიშხალს ძლიერი სიცხეებიც დაემატა, რაც ელექტრენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის გაუსაძლის პირობებს ქმნის.
ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ერთ კვირაზე მეტი დაჭირდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შიშობენ, რომ კონდენცირების სისტემის არ არსებობამ შეიძლება უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდოს მოხუცები, ბავშვები და ავადმყოფები.
ტენესის შტატში, სადაც ტემპერატურამ 40 გრადუსს გადააჭარბა, სიცხის გამო ხუთი და სამი წლის ძმები გადაიცვალნენ.
დასავლეთ ვირჯინიის გუბერნატორის ბობ მაკდონელის განცხადებით, ვითარება უმძიმესია.
"ჩვენ ძალიან საშიშ და რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით", - განაცხადა გუბერნატორმა.
აშშ-ის ნაციონალური მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მაღალია ახალი ბუნებრივი კატაკლიზმების რისკი.