ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიცია ხელისუფლების ბრძანებების შემსრულებელია, თუმცა მიუხედავად ამისა, ბევრი პოლიციელი ღირსეული ადამიანია.
,,დღეს ჩვენ მივიღეთ სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების ერთი მცირე ჯგუფის ძალადობას განიცდის და მათი უკანონი ბრძანებების შემსრულებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი გავხდით იმის მომსწრე, რომ ეს სტრუქტურა არაერთხელ განსაკუთრევული სისისტიკით გაუსწორდა საკუთარ თანამოქალაქეებს, მაგრამ მე მჯერა და ვიცი, რომ პოლიციელების აბსოლუტირი უმრავლესობა ღირსეული ადამიანია, მათ უკანონობა არა ჩაუდენიათ. ბევრ მათგანს, საკუთარი სიციოცხლის ფასად, საკუთარი რისკის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაურჩენია. ისინი საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ემსახურებიან", - განაცხადა ივანიშვილმა მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ყველა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პოლიციელი ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდება.
,,რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არასაიმედოობის გამო რამდეიმე პოლიციელი დაითხოვეს. მე ვპირდები ჩვენ პოლიციელებს, განსაკუთრებუთ მათ ვინც პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს ჩენი გამარჯვების შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდებიან თავიანთ სამსახურს. პოლიციელის საიმედოობა არასოდეს განისაზღვრება ერთი რომელიმე ჯგუფის ერთგულებით, მათ აღარავინ დაავალებს უკანონო ბრძანებების შესრულებას. Pპოლიცია კვლავ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ჩადგება და ამით დაიბრუნებს ნდობასა და პატივისცემას", - განაცხადა ივანიშვილმა მცხეთაში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.