"ქართული ოცნება" სოფლების ასაღორძინებლად ერთმილიარდიან ფონდს შექმნის", _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა მცხეთაში სიტყვით გამოსვლისას.
"რამდენადაც კარგად ვიცით, რომ ძლიერი სოფელი ძლიერი ქვეყნის საწინდარია სწორედ ამიტომ "ქართულ ოცნებას" დაგეგმილი აქვს ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას ერთ მილიარდიანი ფონდი. ამ გეგმის მიხედვით სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეები შეძლებენ, გრძელვადიანი ხელმისაწვდომი და შეღავათიანი სახსრების აღებას და ამით სარგებლობას", _ განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის თქმით, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიწის დაკანონების საკითხი მოწესრიგდება და ქართულ ბაზარშე ადგილობრივი პროდუქტი დაბრუნდება.
,,მოწესრიგდება მიწის დაკანონების საკითხები და სათანადო გარანტიები შეიქმნება. გლეხებს ხელი შეწყობათ მოსავლის აღებაში დაბინავებაში დასაწყობებაში, ბაზარში გადტანასა და გასაღებაში. ჩვენ შევძლებთ ჩვენი მოსახლეობის გამოკვებას ადგილობრივი პროდუქციით. აღარ ვიქნებით, დამოკიდებული უცხოეთიდან შემოტანუილ პროდუქტებზე, ბაზარში კვლავ დაბრუნდება იაფი და ამავე დროს ხარისხიანი ადგილობრივი ბოსტნეული, ხილი და ხორცი. საბოლოოდ სოფლის განვითარება საქართველოს კეთილდღეობას ჩაუყრის საფუძველს", - განაცხადა ივანიშვილმა.