დღეს, 2 ივლისს, ივანე მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას დასამტკიცებლად წარადგენს.
საქართველოს კონსიტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობა გადაყენებულად ითვლება და ახალ მინისტრთა კაბინეტსა და ახალ სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის ხელმძღვანელად შს მინისტრი, ვანო მერაბიშვილი წარადგინა. მან ამ პოსტზე ნიკა გილაური შეცვალა.