ივანე მერაბიშვილი საქართველოს მთავრობის ახალ პროგრამას დღეს, 2 ივლისს, წარადგენს. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილის წარდგენის დროს განაცხადა, რომ ახალი პორგრამის წარდგენა 2 ივლისს პარლამენტში მოხდება.
"მე ვაპირებ ორშაბათს წარმოვადგინო გეგმა და ამ გეგმაში იქნება გაწერილი ზუსტად, თანმიმდევრობით თუ რას გავაკეთებთ დღეს, რას გავაკეთებთ ხვალ, მომავალ წელს და წლების მიხედვით გაწერილ გეგმას, რომლის მთავარი ლაიტმოტივი იქნება სამი პრინციპი - დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა", - განაცხადა საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე, სადაც ის პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა.