მესტიიდან-უშგულამდე მისასვლელი ცენტრალური გზის მაგისტრალი პარალიზებულია. 
მიზეზი კალა-უშგულის მონაკვეთზე მეწყრის ჩამოწოლოაა. Aამ დროისთვის უშგულამდე მისვლა მხოლოდ საცალფეხო ბილიკებითაა შესაძლებელი. 
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სპეციალური ტექნიკა მუშაობს და მოძრაობა დაახლოებით ერთ საათში აღდგება.