საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია მთავრობისთვის შინაარსობრივად მისაღებია.
"ეს დოკუმენტი ფართო კონსულტაციების შედეგად ჩამოალიბდა და მის შემუშავებაში სახელმწიფო უწყებებთა ერთად ექსპერტებმაც მიიღეს მონაწილეობა. მას შინაარსობდივად ვიწონებთ, რადგან დოკუმენტი კონკრეტული იდეების შემცველია", - განაცხადა კალანდაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ, რომელზეც მინისტრთა კაბინეტი ერთ-ერთ საკითხად სწორედ აღიშნულ სტრატეგიეს განიხილავს. ამასთან კალანდაძის განმარტებით, იმისთვის, რომ საქართველომ სტრატეგის განხორციელება შეძლოს საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებაა საჭირო, რაც მას "კარგად აქვს გაცნობიერებული".
"იმედია შევძლებთ ამ დოკუმენტით გათვალისწინებული წინადადებების განხორციელებას და ის მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება. რაც შეეხება სტრატეგიის მთავარ მიზანს, დევნილთა ღირსეულ დაბრუნებას, მათ უსაფრთხობას და უპირველესად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა წარმოადგენს", - განმარტა კალანდაძემ.
შეგახსეეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სრატეგია რეინტეგრაციის საკითხებში ასხელმწიფო მინისტრიეს აპარატმა მოამზადა. დოკუმენტის მთავრობის მიერ მოწონების შემედგ თემურ იაკობაშვილის აპარატი უკვე სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე დაიწყებს მუშაობას.