მოსკოვიდან თბილისში 40 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, ავთანდილ ხეცურიანის დეპორტაცია მოხდა. ხეცურიანი კრიმინალურ წრეებში "ბოსიორის" ხედმეტისახელითაა ცნობილი.
ხეცურიანმა რუსეთის მინუსინსკის კოლონიაში სამწლიანი სასჯელი მოიხადა. მას ბრალად ნარკოტიკების შენახვა ედებოდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამშობლოში დერტაციას ასევე ელის კიდევ ერთი ქართველი, ბათუმელი ე.წ. ქურდი ბიძინა ბაკურიძე, რომელიც ამჯამად ალტაის მხარეში იმყოფება.
რუსული მედია ასევე იუწყება, რომ საქართველო კანონიერ ქურდებს არ იღებს, მათ უბრალოდ ჩასვლის დღეს აგზავნიან ქვეყნის ფარგ;ებს გარეთ, უმეტესად თურქეთში. ასე მაგალითად, ბოლოს საქართველოსკენ წასული ე.წ. კანონიერი ქურდი ანდრო გამყრელიძე ორი მცდელობის მიუხედავად ქვეყანაში არ შეუშვეს.
"მან ქართველი მესაზღვრეების დარწმუნება სახლში შეეშვათ ვერ შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ აღიარა, რომ ის უკვე დიდი ხანია ე.წ. კანონიერი ქურდი არ არის",_ წერს რუსული მედია.