ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული კურსი, რომელიც საბოლოოდ მას ნატომდე მიიყვანს. ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტენთან განაცხადა.
ალექსანდრე ვერშბოუს განცხადებით, საქართველოს სამხედრო კონტრიბუცია ავღანეთის მისიაში და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების სფეროში მეტად მნიშვნელოვანია და ქვეყანაში ის პროგრესი, რომელიც დემოკრატიული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული, მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
„თქვენი ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია გამორჩეულია და მას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიული კურსი, რომელიც საბოლოოდ მას ნატომდე მიიყვანს" - განაცხადა დიპლომატმა.
ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ვერშბოუ ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება.