საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნის მიზნით, აშშ-ის მთავრობა დემოკრატიული არჩევნების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) დააფინანსებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა ამერიკის მთავრობის მხრიდან ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი თანხა 2 მილიონ დოლარს მიუახლოვდება.
"ამ საარჩევნო ციკლისთვის ჩვენ ხელს შევუწყობთ საქართველოში გრძელვადიანი მისიის მონაწილეობას, რომლის განახორციელბას უზრუნველყოფენ IღI, და NDI. ის დახმარების პროგრამები, რომელსაც აშშ-ის მთავრობა საქართველოში ახორციელებს, მიმართულია დემოკრატიული კულტურის გასღრმავებლად და საქართველოს მოქალაქეებისთვის შეასაძლებლობის მისაცემად, რომ თვითონ უკეთ შეძლონ დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებადა და წარმართვა", _ განაცხადა ბასმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს, ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტიდან (NDI) ივლისიდან-ოქტომბრამდე სამი გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას, ხოლო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან (ARI) 12 გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას არჩევნებამდე სამი თვით ადრე.