ბათუმის საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი" წევრები ახალი აიპის „ბათუმის კორპუსის" შექმნას აპროტესტებენ. ახალი აიპი, რომლის ბიუჯეტი დაახლოებით 2 მილიონ 300 ათასი ლარია, მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებით საბინაო ამხანაგობების პროგრამის ხელშესაწყობად იქმნება.
საკრებულოს „ქრისტიან-დემოკრატი" წევრი ნაზი ქობულაძე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული აიპის შექმნა წინასაარჩევნოდ მეტი ადამიანის დასაქმებისთვის და შესაბამისად მმართველი პარტიის მიმართ მათი დავალდებულების მიზნით იქმნება.
„ხელისუფლების მსგავს ფანდებზე ჩვენი თანაქალაქელები აღარ წამოეგებიან. საბიუჯეტო თანხების უაზროდ ფლანგვა ჩვენს ქალაქს უარყოფით შედეგს მოუტანს. ვფიქრობ ყველასთვის ადვილი მისახვედრია ის, რომ ახალი აიპის შექმნა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო პიართან არის დაკავშირებული" - განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას ნაზი ქობულაძემ