გორის რაიონში სოფელ ქვემო ფხვენისში მეხის დაცემის შედეგად 36 წლის მიხელ ლაცაბიძე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლაცაბიძეს მეხი საკუთარ ნაკვეთში მუშაობის დროს დაეცა.
უბედური შემთხვევის შედეგად მიხელ ლაცაბიძე ადგილზევე დაიღუპა.
ლაცაბიძესთან ერთად მყოფმა ახალგაზრდა მამაკაცმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ქვემო ფხვენისში მოსულ ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა.
სტიქიამ, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო ნათესები გაუნაგურა.