დღეს, 27 იანვარს, 16:15 საათზე, მთავრობის კანცელარიის შენობაში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველი დავით საყვარელიძე და მარიანო რივასი გამართავენ პრესკონფერენციას.
1-ელ თებერვალს რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკესტრი წარმოადგენს ჯუზეპე ვერდის "რეკვიემს~. ამ შესანიშნავი ქმნილების შესრულებაში მონაწილეობენ მომღერლები _ მარიამ ქობალიანი, ელენა პუტილოვა, არმაზ დარაშვილი, ლეგი იმედაშვილი. "რეკვიემს~ უდირიჟორებს ცნობილი ესპანელი მუსიკოსი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მოწვეული დირიჟორი მარიანო რივასი.