უწყებათაშორისო კომისია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, თავიდან აიცილონ ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, _ განაცხადა ჟურნალისტებთან უწყებათაშორისი კომისიის წევრმა თამარ კინწურაშვილმა.
"მომხდართან დაკავშირებით, უწყებათაშორისი კომისიის პოზიცია არის ცალსახა. კომისია გმობს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას. კომისია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მათ მხარდამჭერებს, შეეცადონ საჯარო აქციების ორგანიზების დროს დაიცვან დისტანცია, რათა თავიდან იქნას აცილებული ფიზიკური დაპირისპირების საფრთხეები. ამასთანავე, კომისია მოუწოდებს პოლიციას ყურადღება მიაქციოს განსხვავებული ჯგუფების მიერ ორგანიზებულ აქციებს და დროული რეაგირება მოახდინოს ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებაზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ფიზიკური დაპირისპირება განსხვავებული მოსაზრების მქონე მოქალაქეებს შორის ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან კინწურაშვილმა.
შეგახსენებთ: სოფელ მერეთში მომხდარი ინციდენტის დროს "ქართული ოცნების'' რამდენიმე წარმომადგენელი დაშავდა.