. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა არის ერთადერთი ბიბლიოთეკა საქართველოში, სადაც უკვე რამდენიმე წელია ფუნქციონირებს სპეციალური დარბაზი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. თუმცა დარბაზის შესაძლებლობები დღემდე სრულად არ არის გამოყენებული. ამიტომ ეროვნული ბიბლიოთეკა ეძებს პარტნიორებს, რომელთა დახმარებით შეძლებს დარბაზის რესურსების მაქსიმალურად ათვისებას, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე პირთა სრულად მომსახურებას. ამ მიზნით 27 ივნისს 17:00 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სახალხო დამცველსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
უახლოეს მომავალში ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს სახალხო დამცველის კუთხე გაიხსნება, სადაც სახალხო დამცველის ოფისის ახალი გამოცემები გამოიფინება. სახალხო დაცმველის აპარატი ისარგებლებს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზებით. ჩატარდება ერთობლივი სამეცნიერო კვლევები. მოეწყობა ერთობლივი გამოფენები, კონფერენციები და დისკუსიები. მხარეები ხელს შეუწყობენ ეთნიკური, რელიგიური და სხვა უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში.