დღეს, 27 ივნისს, 19:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია "საბერძნეთი - ევროპული იდენტობა - საქართველო" გაიმართება. კონფერენცია საბერძნეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 20 წლისთავისა და თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 15 წლისთავისადმი მიძღვნილი დღეების ფარგლებში იმართება.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი სტუდენტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი "ყველა ეპოქის დიდი ბერძნები;" გაიმართება გამოფენა "საბერძნეთი ქართველ მხატვართა შემოქმედებაში" და საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსის" წიგნების გამოფენა, ხოლო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში შედგება ექსპოზიცია "ბერძნული ხელნაწერები საქართველოში."
30 ივნისს, 22:00 საათზე, კონფერენცია დაიხურება დეფილეთი - "ანტიკური მოდების სამყარო" - მინოსური კრეტადან გვიანანტიკურობამდე.