27 ივნისიდან 2 ივლისამდე საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით რეგიონული ვიზიტის ფარგლებში პირველად ეწვევა ინდონეზიის რესპუბლიკას და მალაიზიის ფედერაციას.
ორივე ქვეყანაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგება საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ასევე, ინდონეზიის რესპუბლიკაში გრიგოლ ვაშაძე შეხვდება ვაჭრობისა და ეკონომიკის მინისტრებს. ინდონეზიაში ვიზიტის ფაგლებში დაგეგმილია ორი დოკუმენტის ხელმოწერა: ურთიერთგაგების მემორანდუმი საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ჩატარების შესახებ და სამთავრობოთაშორისი შეთანხმება ტექნიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.
როგორც ცნობილია, ახლო მომავალში ინდონეზიაში საქართველოს საელჩო გაიხსნება.