შსს-მ სოფელ მერეთში მონხდარ ინციდენტში მონაწილე პირები დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 2012 წლის 26 ივნისს, სოფელ მერეთში მოხდა ინციდენტი, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას. პოლიციის მიერ იდენტიფიცირებულები არიან მომხდარ ფაქტში მონაწილე პირები: ჭიღლაძე ლაშა, ოდიშვილი ალექსანდრე, კიკოლაშვილი ალექსანდრე და ბზიშვილი დავითი.
"აღნიშნულმა პირებმა ჩაიდინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც დაკავებულები არიან პოლიციის მიერ და გადაყვანილნი იქნებიან გორის რაიონულ სასამართლოში", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.