28 ივნისს, 20:00 საათზე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში (აღმაშენებლის 68) შედგება "ფოლკრადიოს" საეთერო სეზონის "ნაცნობი სახეები - ნაცნობ ტალღაზე" დახურვა. რადიო პროექტი ეთერში 5 მარტიდან დაიწყო და მასში საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი არაერთი პოპულარული სახე მონაწილეობდა: ნიკოლოზ რურუა, ეკა მამალაძე, ბუბა კუდავა, ნიკოლოზ რაჭველი, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, ლაშა ჟვანია, ნანა ჯანელიძე, ნეკა სებისკვერაძე, ეკა მაზმიშვილი, გოგა ჩანადირი, გიორგი უშიკიშვილი, გიორგი კალანდია, ბაკურ სულაკაური.
4 თვის განმავლობაში 230 საეთერო გადაცემა მომზადდა და მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა.