ხორბლის მწარმოებელ რეგიონებში, უფრო კონკრეტულად კი დედამიწის სამხრეთ ნაწილში, ხორბალზე ფასის ზრდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.
უკრაინის აგრარული კონცერნის ინფორმაციით, ორშაბათს ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა რეკორდულად მოიმატა. უფრო კონკრეტულად კი სოიოს ფასი ტონაზე 18,5 დოლარით გაიზარდა და მისმა ღირებულებამ ტონაზე 525 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 2 წლის მაქსიმუმია. 18,5 დოლარით გაძვირდა ასევე ხორბლის ღირებულება. უნდა აღინიშნოს, რომ ივნისის შუა რიცხვებიდან ხორბლის ფასი ტონაზე 40 დოლარითაა გაძვირებული.