საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებასა და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე ისაუბრეს.
"ეს ჩემი პირველი შეხვედრა არ არის პოლონეთის სეიმის მმართველ ბოგდან ბორუსევიჩთან. მე უკვე მქონდა პატივი, მას ვარშავაში შევხვედროდი. ჩვენი სტუმარი ინფორმირებული იყო ყველაფერზე. მათ შორის - როგორ მიდის საქართველოს მოლაპარაკებები ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, როგორ მიდის ჩვენი მოლაპარაკებები ევროპის კავშირთან გაღრმავებულ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე. რა თქმა უნდა, ნატოს თემატიკამ ერთ-ერთი მთავარი ადგილი დაიკავა. ვისაუბრეთ არჩევნებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ პოლონელ მეგობრებს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლით დაგვეხმარონ, რომ ეს არჩევნები გახდეს გადამწყვეტი საქართველოს წარსულსა და მომავალს შორის და ეს არჩევნები შესაბამებოდეს უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან ვაშაძემ.