დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატთან ბაჩო ქიტიაშვილთან ერთად, ხაშურის რაიონის სოფელ ქვემო ოსიაურში, სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
სარწყავი სისტემის 30 კმ-იანი მონაკვეთის მაგისტრალური არხის დაზიანებულ უბნებზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ 1200 ოჯახის საკუთრებაში არსებული 700 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები გასარწყავდება. რეაბილიტირებული არხი ხაშურის რაიონის 6 სოფელს - ახალსოფელს, ცხრამუხას, ოსიაურს, სატივეს, გომსა და ხიდისყურს მოემსახურება.
არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 15 ადგილობრივია დასაქმებული.