27 იანვარს, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიღნაღის თეატრში ცნობილი ლოტბარის, ვალიკო ნანობაშვილის საპატივსაცემოდ, ფოლკლორული საღამო "შემოძახილი ქიზიყიდან" გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
როგორც სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში აცხადებენ, ღონისძიებაზე მაყურებელი ამ შემსრულებლის ძველ ჩანაწერებს მოისმენს.