დღეს, 26 ივნისს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა პოლონეთის რესპუბლიკის სეიმის დელეგაცია სენატის თავმჯდომარის ბოგდან ბორუსევიჩის ხელმძღვანელობით. სენატის თავმჯდომარე სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას "პოლონეთის გზა დამოუკიდებლობისკენ."
ღონისძიებას რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი ურსულა დროშევსკა, სტუდენტები, საქართველოში პოლონური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
სენატის თავმჯდომარე ბოგდან ბორუსევიჩი თსუ-ს ვარშავის უნივერსიტეტის სემინარების ციკლის ფარგლებში ეწვევა. სემინარების მიზანია ხელი შეუწყოს პოლონეთის თანამედროვე ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობას საქართველოში. ღონისძიების ორგანიზატორია ვარშავის უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო კვლევის ცენტრი.
პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის ბოგდან ბორუსევიჩის ვიზიტი საქართველოში 25 ივნისიდან 28 ივნისამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში სენატის თავნჯდომარე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ბოგდან ბორუსევიჩი ეწვევა მცხეთას, ქუთაისს, თერჯოლას და ბათუმს.