დღეს, 26 ივნისს, 15:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო აკადემია 2012-ის დახურვა გაიმართება.
თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის "საბავშვო უნივერსიტეტის" ფარგლებში ორგანიზებული საზაფხულო სამეცნიერო აკადემია წელს უკვე მეოთხეჯერ მასპინძლობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების VII-XII კლასელებს. მოსწავლეები 19-იდან 26 ივნისამდე თსუ პროფესორების, სტუდენტების და მეცნიერების ღონისძიებებს ესწრებოდნენ, პოპულარულ ენაზე ისმენდნენ ლექციებს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების თემებზე.