15 ივლისიდან დამატებით 600 ათასამდე ასაკით პენსიონერს პენსიასთან ერთად ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისიც გადაეცემა. პოლისების მიღება შესაძლებელი იქნება "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ რაიონულ ფილიალში. ამჟამად ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით უკვე სარგებლობს 186 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საპენსიო პაკეტის ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება და, საქართველოს მთავრობის დაპირებისამბერ, 2013 წელს 100 დოლარის ექვივალენტს მიაღწევს.