გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში მიმდინარეობს ფოტოგამოფენა: "100 X France, ფრანგული ფოტოგრაფია დასაბამიდან დღემდე" .
გამოფენის მიზანია ფრანგული ფოტოგრაფიის ორსაუკუნოვანი ისტორიის მოყოლა, მხოლოდ ასი ფოტოთი, იმ ფოტოებით, რომლებიც მან რეის, დიუშამის, დუანოს, კარტიე-ბრესონის და სხვა ცნობილი ფოტოგრაფების შემოქმედებიდანაა აღებული.
ექსპოზიციაზე გამოფენილი ნამუშევრები წარმოდგენილია საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან, ორსეს მუზეუმიდან, პომპიდუს ცენტრიდან და თავად ხელოვანების მემკვიდრეებიდან.
გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში 21 ივლისამდე გაგრძელდება.