3 ივლისს ფესტივალი "არტ-გენი 2012" სტარტს აიღებს კახეთში (ყვარლის ტბა), შემდეგ ტური გაგრძელდება ზუგდიდში (ბოტანიკური ბაღი), იმერეთში (წყალტუბო), გურიაში (ჩოხატაური). რეგიონალური ტური დასრულდება ქ. ფოთში (მალთაყვას ტყე-პარკი).
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 5 რეგიონალური ტური და შემაჯამებელი 10-დღიანი დასკვნითი ნაწილი თბილისში.
20-იდან 29 ივლისის ჩათვლით ფესტივალის დასკვნითი ნაწილი, ტრადიციულად, გაიმართება თბილისში, გ. ჩიატაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, კავკასიელი სტუმრები მეზობელი რეგიონებიდან, აგრეთვე შემოქმედებითი ჯგუფები უცხოეთიდან (პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი და სხვ).
ჯგუფი "არტ-გენის" მიზანია ქართული ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.