26 ივნისს, 17:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ "მზიურში" გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის "ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს".
ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოს მთის რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები, ფოლკლორისტები. წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთიანეთისთვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. სპეციალურად საღამოსთვის დამზადდება ხევსურული ლუდი. ღონისძიების მიზანია პოპულარიცაზია გაუწიოს მთის კულტურას, გააცნოს თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს მთის ფოლკლორი. ხელი შეუწყოს მთაში ტურიზმის განვითარებას. საღამოს დევიზია - "თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!"
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ბავშვთა ქალაქ "მზიურში", 2007 წლიდან ტურისტული კომპანია თებულოტურის ორგანიზებით, ყოველ 26 ივნისს ტარდება "ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს", სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს მთის რეგიონის ყველა კუთხის წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიების ორგანიზატორია ტურისტული კომპანია თებულოტური და ნატურალური მინერალური წყალი "სნო".