გალის რაიონის სოფელ ხუმუშკურიდან გატაცებული 35 წლის ლაშა ბელქანია სახლში დაბრუნდა. ახლო ნათესავები მისი დაბრუნების დეტალებს არ ახმაურებენ. ბელქანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 22 ივნისს სოფელ ხიმუშკურიდან უცნობმა პირებმა 35 წლის ადგილობრივი მოსახლე გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს და მასში ახლობლებს 50 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვეს. აფხაზური მედია იუწყებოდა, რომ თავდამსხმელები მეგრულ ენაზე საუბრობდნენ.