ევროკავშირის ოთხმა ლიდერმა ქვეყანამ - გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა მოილაპარაკეს, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი მიიღონ, რომლის მოცულობაც 130 მლრდ ევრო იქნება.
უფრო კონკრეტულად რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება ეკონომიკის სტიმულირებისთვის - ამ დროისათვის არ კონკრეტდება. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მოილაპარაკეს იმაზე, რომ ფინანსურ ტრანზაქციებზე გადასახადი დაწესდეს.